ენდი უორჰოლი - პოპ არტის მეფე

ანდრეი ვარჰოლა - ენდი უორჰოლი (1928 – 1987) დაიბადა 1928 წელს ღარიბი სლოვაკელი კათოლიკე ემიგრანტების ოჯახში. ის იზრდებოდა პიცბურგის ღატაკ აღმოსავლეთ-ევროპულ გეტოში. ბავშობაში მან გადაიტანა ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც იწვევს კიდურების უნებლიე მოძრაობას და იწვევს კანის პიგმენტაციის დაბინდვას (Sydenham’s chorea St. Vitus’ Dance). ის ხშირად აცდენდა სკოლას და პრქტიკულად მთელ დროს სახლში მარტო ატარებდა და ბევრს ხატავდა.

ანდრეი ვარჰოლა - ენდი უორჰოლი (1928 – 1987)

Andrew Warhola - Andy Warhol (1928 - 1987)

უორჰოლი ყოფით მოხმარების საგნებს ანიჭებდა ხელოვნების მნიშვნელობას. მან დასვა ხელოვნების არსის საკითხი - თუ რა განაპირობებს ერთი ხელოვნების ნიმუშის უპირატესობას მეორესთან მიმართებაში. უორჰოლის ტექნიკები და მეთოდები: ფოტოსქრინპრინტი, გამეორება, მასობრივი წარმოება, კოლექტიური პროცესი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

“პოპ არტი ასახავს იმას, რასაც ქუჩაში მოსიარულე ადამიანები ცნობენ პირველივე ნახვით: ყველა ის შესანიშნავი მოდერნული ნივთი, რომელსაც იგნორირებდნენ აბსტრაქტული ექსპრესიონისტები”

ენდი უორჰოლი

1981

1964

“ყველაფერი მშვენიერია. POP არტი ყველაფერია.” ენდი უორჰოლი

ენდი უორჰოლი 1945-1949 სწავლობდა Carnegie Mellon University-ში ხატვის და დიზაინის ფაკულტეტზე. 1949 წელს გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში.

1951 წელს გაზეთიის ილუსტრაციისთვის დააჯილდოვეს Art Directors Club მედლით ( newspaper illustrations CBS radio “The Nation’s Nightmare). უორჰოლის პირველი სოლო გამოფენა 1952 წელს Hugo Gallery-ში გაიმართა “Fifteen Drawings Based on the Writings of Truman Capote,” ხოლო, 1956 წელს უორჰოლის ფეხსაცმლის ჩანახატები გამოფენაზე “Recent Drawings U.S.A.” MOMA-ში გამოიფინა

აპარტამენტი ლექსინგტონ ავენიუზე. 1960 წ.

1949 წელს გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში

ენდი უორჰოლი მე-20 საუკუნის ერთერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ამერიკელი მხატვარია. ადამიანებს, რომლებმაც ცოტა ან არაფერი იციან ხელოვნების შესახებ, სმენიათ მის შესახებ. რაც უფრო მეტს წაიკითხავთ უორჰოლზე, მით მეტია წასაკითხი: მოსაზრებები, მიმოხილვები და ანალიზი მისი ცხოვრების, მოღვაწეობისა და გავლენის შესახებ კვლავ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. მაგრამ, ენდი უორჰოლი არ იყო მხოლოდ მხატვარი, ის იყო საკულტო ფიგურა და რადიკალური ცვლილების მწარმოებელი, არა მარტო ამერიკულ კულტურაში, არამედ გაცილებით დიდ მასშტაბში. თუ უორჰოლის წარმატების საზომი იყო დიდებისა და ვარსკვლავურობის მიღწევა, მან ამას ნამდვილად მიაღწია.

ენდი უორჰოლის მუზეუმი პიტსბურგში, (პენსილვანია) არის ყველაზე დიდი მუზეუმი შეერთებულ შტატებში, რომელიც ეძღვნება ერთ ხელოვანს. ამ მხატვრისთვის გენიალურობის საკითხი არასოდეს ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ

ენდი უორჰოლი არ იყო მხოლოდ მხატვარი

1960-იან წლებში ენდის პოპ-არტი ფართოდ გამოიფინა გამოფენებზე

ის გამოჩნდა ნიუ-იორკში 1950-იან წლებში, როგორც წარმატებული და ძალიან კარგად ანაზღაურებადი კომერციული მხატვარი და ინოვატორი. 1960-იან წლებში მისი პოპ-არტი ფართოდ გამოიფინა გამოფენებზე, სადაც წარმოდგენილი იყო ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილა, 100 ბოთლი კოლა და 100 დოლარიანი კუპიურები, ასევე ცნობილი ადამიანების პორტრეტები, როგორიცაა მერილინ მონრო, მარლონ ბრანდო და მუჰამედ ალი. ის თავადაც იყო პოპ ვარსკვლავი მისი ახალგაზრდული შტრიხები, გრძელი ქერა თმით და სათვალით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფოტოებით და ავტოპორტრეტებით.

ენდი უორჰოლი, როი ლიჰტენშტეინი, კლას ოლდენბურგი, ჯასპერ ჯონსი პოპარტის მიმდინარეობის ეს მხატვრები შთაგონებას პოპკულტურის იმიჯებში პოულობდნენ. ამავე დროს მათი ნამუშევრები შლიდა ტრადიციულ საზღვრებს განსხვავებულ მედიებს შორის. სახვითი ხელოვნების ტექნიკას ისინი კომბინირებდნენ ფოტოგრაფიასა და ბეჭვდასთან, მასობრივი წარმოების ელემენტებს ისინი უხამებდნენ იმიჯებებს, ტექსტებს და ახალ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ერთერთი ნოუ ჰაუ ან სავიზიტო ბარათი ამერიკული პოპარტის მხატვრული სტრატეგიის გახდა ტრაფარეტული ბეჭვდის Silkscreen ტექნიკა, რომელიც შემდგომ წლებში ფართოდ გავრცელდა თანამედროვე ხელოვნებაში. ეს ნამდვილად უორჰოლის დამსახურებაა.

პოპარტის მხატვრული სტრატეგიის გახდა ტრაფარეტული ბეჭვდის Silkscreen ტექნიკა

1961 უორჰოლი, Bonwit Teller ვიტრინა 1961 Warhol, Bonwit Teller showcase

ენდი უორჰოლი, როი ლიჰტენშტეინი, კლას ოლდენბურგი, ჯასპერ ჯონსი პოპარტის მიმდინარეობის ეს მხატვრები შთაგონებას პოპკულტურის იმიჯებში პოულობდნენ. ამავე დროს მათი ნამუშევრები შლიდა ტრადიციულ საზღვრებს განსხვავებულ მედიებს შორის. სახვითი ხელოვნების ტექნიკას ისინი კომბინირებდნენ ფოტოგრაფიასა და ბეჭვდასთან, მასობრივი წარმოების ელემენტებს ისინი უხამებდნენ იმიჯებებს, ტექსტებს და ახალ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ერთერთი ნოუ ჰაუ ან სავიზიტო ბარათი ამერიკული პოპარტის მხატვრული სტრატეგიის გახდა ტრაფარეტული ბეჭვდის Silkscreen ტექნიკა, რომელიც შემდგომ წლებში ფართოდ გავრცელდა თანამედროვე ხელოვნებაში. ეს ნამდვილად უორჰოლის დამსახურებაა. ტრაფარეტული ბეჭდვა (შოლკოგრაფია) არის ბეჭდვის მეთოდი (მონოქრომული და ფერადი), რომლის დროსაც საღებავი საბეჭდ ზედაპირზე დაიტანება ტრაფარეტული საბეჭდი ფორმის გავლით. უორჰოლი მას სიმბოლურ მნიშვნელობასაც ანიჭებდა. პოპ არტამდე ტრაფარეტული ბეჭდვას იყენებედნენ სახვითი ხელოვნების რეპროდუქციების წარმოებისთვის, და ვინაიდან პოპ არტის იდეა მდგომარეობდა მაღალ და დაბალ ხელოვნებას შორის ზღვარის წაშლაში სერიულობის და ტირაჟირების მეთოდი პირდაპირ ეხმიანებოდა ამ იდეას.

უორჰოლმა ამ ტექნიკის გამოყენება 1962 წლის აგვისტოში დაიწყო:

„შტამპირების (The rubber-stamp) მეთოდი, რომელსაც ვიყენებდი სურათების გასამეორებლად, მოულოდნელად ძალიან ხელნაკეთი მომეჩვენა; მე მინდოდა რაღაც უფრო ძლიერი, რაც უფრო კონვეერის ხაზის ან კინოლენტის ეფექტს მომცემდა. ტრაფარეტული ბეჭდვის საშუალებით თქვენ მიიღებთ ერთსა და იმავე სურათს, მხოლოდ ყოველ ჯერზე ოდნავ განსხვავებულს. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჟღერს - სწრაფად და შემთხვევით. აღფრთოვანებული ვიყავი ამით. ჩემი პირველი ექსპერიმენტები იყო ტროი დონაჰიუსა და უორენ ბიტის პორტრეტები, შემდეგ კი, როდესაც მერლინ მონრო გარდაიცვალა (1962 წლის აგვისტო), გამიჩნდა იდეა, რომ მისი ლამაზი სახის სილქპრინტეპი გამეკეთებინა“.

ენდი უორჰოლი, პოპიზმი, 1980

Gold Marilyn - ოქროს მერლინი

1962 წელს მერლინ მონროს ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ უორჰოლმა მერლინ მონროს ხსოვნას მიძღვნილი ნამუშევარი შექმნა, რომელსაც ოქროს მერლინი დაარქვა (Gold Marilyn) მან დაფარა ფონი ოქროსფერი საღებავით ვიდრე დაიტანდა ბეჭდურ გამოსახულებას და მერლინ მონროს პორტრეტი ქრისტიანულ ხატს დაამსგავსა.

უორჰოლი ჟურნალ-გაზეთებიდან იღებდა მისი დროის ცნობილი ადამიანების ფოტოებს და ქმნიდა ახალ თავის ვერსიას.

1963

მასმედიაში განმეორებადი იმიჯები ვარჰოლს დაჰქონდა განხვავებულ ვიზუალურ ფილოსოფიურ კონტექსტში. ჯეკი კენედის პორტრეტების სერია.

'Liz', Andy Warhol, 1965

1963 წელს უორჰოლმა დაიწყო მუშაობა სერიაზე სახელწოდებით - Death and Disasters (სიკვდილი და კატასტროფები). ეს სერია სრულიად განსხვავებულია და განსაკუთრებული ადგილი უკავია უორჰოლის შემოქმედებაში. ის მჭიდრო კავშირშია უორჰოლის პირად ცხოვრებასთან და მის დამოკიდებულებასთან სიკვდილთან.

უორჰოლს უყვარდა ყოველდღიური მედიის ყველა ფორმა და აგროვებდა სხვადასხვა გაზეთებს, ჟურნალებსა და სუპერმარკეტების ტაბლოიდებს. მან აღიარა მასიურად გავრცელებული მედიის სურათების ძალა ამერიკულ კულტურაში და გამოიყენა ისინი, როგორც წყარო და მასალა თავისი ნამუშევრებისთვის. სერიაში სიკვდილი და კატასტროფები, უორჰოლი იკვლევდა ჟურნალისტური ჩარჩოდან ამოღებული- ამოჭრილი და ხელოვნების კონტექსტში ჩასმული იმიჯების გავლენას. ფოტოები, რომელიც უორჰოლმა აირჩია ამ სერიის წყაროდ, ასახავს საშინელ სცენებს, როგორიცაა რასობრივი არეულობები, კატასტროფები, თვითმკვლელობები. ყველა ნამუშევარში უორჰოლი მიმართავს გამეორების ხერხს, რათა ხაზი გაუსვას მასმედიის ტირაჟირების სტრატეგიას საზოგადოებაში გარკვეული მესიჯების დასანერგად.

ჯეკი კენედის პორტრეტების სერია.

Death and Disasters - სიკვდილი და კატასტროფები

სერიის თითოეული ნამუშევარი უნდა იყოს გაგებული და დაფასებული განსხვავებულად, რადგანაც ისინი უნიკალური და თავისებურია. განსხვავება თითოეულ ნამუშევარში არის გამორჩეული უნიკალური აქტით. სიკვდილისა და კატასტროფის სერია გათვლილა მაყურებლის ინდივიდუალურ აღქმაზე. სადაც უორჰოლი მასმედიისგან განსხვავებით ცდილობს მოგვაწოდოს იდეა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და არა ახალი ამბების ნუსხა.

უორჰოლის სიკვდილი და კატასტროფები გადმოსცემს დიაპაზონს, ძალასა და თანაგრძნობას, რომელიც საფუძვლად უდევს მის ტრანსფორმაციას ამ ჩვეულებრივი კატასტროფების შესახებ. და ბოლოს, ამ ხელოვნებაში შეიძლება ვიგრძნოთ საფუძვლიანი ადამიანური თანაგრძნობა, რომელიც აღემატება უორჰოლის ნეიტრალიტეტის საჯარო ეფექტს.

1962 წელს, როდესაც უორჰოლმა პირველად გამოფინა კემბელის წვნიანის ქილები,, ოცდათორმეტი ტილოდან თითოეული ეყრდნობოდა კედელზე დამაგრებულ თაროს, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიაში. ნახატების რაოდენობა შეესაბამება წვნიანის სახეობებს, რომლებიც იმ დროისათვის არსებობდა კომპანიის ასორტიმენტში. “მე ვიცნობ ენდის ძალიან კარგად, მიზეზი რატომაც დახატა კემბელის ქილები, არის ის რომ მას უყვარს წვნიანი.“ რობერტ ინდიანა

ენდი უორჰოლი,
Campbell’s Soup Can Ferus Gallery, Los Angeles.
1962

ენდი უორჰოლი, 1965
Andy Warhol, 1965

კოკა-კოლას უორჰოლი ამერიკულ და დემოკრატიულ ფენომენად მოიაზრებდა: პრეზიდენტი, ლიზ ტეილორი და ქუჩის უსახლკარო მათხოვარი ყველა სვამს კოკა კოლას და ყველა კოლა ერთნაირია.

ენდი ურჰოლი

1964

ჯონ ჯიორნო „ძილი“, 1963

ენდი უორჰოლის ექსპერიმენტები კინოში.

1960-ან წლებში ენდი უორჰოლმა ასობით ფილმი შექმნა: სრული და მოკლემეტრაჟიანი, მუნჯი და ხმოვანი; სცენარით და იმპროვიზირებული. უორჰოლის ფილმებს მაღალი შეფასება და აღიარება განპირობებულია იმ რადიკალური აღმოჩენებით და გადაწყვეტილებებით რომელმაც კლასიკური კინემატოგრაფის კონვენციური საზღვრები გადალახა და გააფართოვა.

1963 – 1968 წლებში ენდი უორჰოლმა 650-ე ფილმი შექმნა. მისი ფილმოგრაფია მოიცავს ასობით ე.წ. Screen Tests, ფილმ - პორტრეტს, ასევე სრულმეტრაჟიან ფილმებს - მინიმალისტური ავანგარდული სტილიდან დაწყებული კომერციული პროდუქციის ჩათვლით. უორჰოლის სტუდია 47-ე ქუჩაზე, ნიუ-იორკში სახელწოდებით Factory (მიტოვებული ქუდების ქარხანის ტერიტორია) წარმოადგენდა ნამდვილ მექას ხელოვნებისთვის. ის მაგნიტივით იზიდავდა ავანგარდისტ მხატვრებს, ლიტერატორებს, მუსიკოსებს და რა თქმა უნდა ნიუ-იორკის სხვადასხვა ჯურის სნობებს, ჰიპსტერებს რომლებიც ქმნიდნენ იმ ეპოქის კულტურის კლიმატს.

უორჰოლის ფაბრიკა 1964
Warhol’s Factory 1964

უორჰოლის სტუდია 47-ე ქუჩაზე, ნიუ-იორკში სახელწოდებით Factory წარმოადგენდა ნამდვილ მექას ხელოვნებისთვის.

Factory იყო პოპ არტის მეფის სამფლობელო სადაც ის უპირობოდ ბატონობდა. უორჰოლმა უნიკალური გარემო შექმნა, ყველაფერი, იატაკიდან დაწყებული ტუალეტის სახელურებით დამთავრებული, ვერცხლისფრად იყო შეღებილი. Factory-ში აწარმოებდნენ პოპ არტს, ფილმებს, მულტიმედიურ ჰეპენინგებს და მუსიკას. სწორედ აქედან დაიწყო უორჰოლის მიერ მართული როკ ჯგუფის The Velvet Underground-ის ფენომენალური წარმატება.

1965 უორჰოლის გამოფენა ფილადელფიის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში.

”ჩვენ თვითონ ვიყავით ექსპონატები. 1960 წლები ადამიანებზეა და არა იმაზე რას აკეთებენ ეს ადამიანები“.

1968 წლის ივნისში, რადიკალმა ფემინისტმა ვალერი სოლანასმა, (ტრაქტატის ავტორი, რომელიც მხარს უჭერს მამაკაცების განადგურებას) ესროლა მას და თითქმის ფატალური ჭრილობა მიაყენა. ის, რომ სოლანასმა, რომელსაც კაცები სძულს, უორჰოლი თავის მსხვერპლად აირჩია კურიოზულია, რადგან უორჰოლი არასოდეს აცხადებდა, რომ იყო და არც სურდა, რომ ყოფილიყო მასკულინურობის ეტალონი. გავრცელებულია მოსაზრება, რომ სოლანასის არჩევანი განაპირობა უორჰოლის ცნობილმა ფრაზამ თხუთმეტი წუთიანი დიდების და ცნობადობის შესახებ "In the future, everyone will be world-famous for 15 minutes.", რეალურად ფრაზა რომელიც უორჰოლს არ ეკუთვნის და ბრენდინგის გამო კურატორებმა მიაწერეს, საბედისწერო გამოდგა.

Venere Dopo Botticelli 1966

ენდი უორჰოლი, ფოტო რიჩარდ ავედონი 1969

Andy Warhol, Photo Richard Avedon 1969

ჯო დელესანდრო 1967
Joe Dallesandro 1967

ვალერი სოლანი
Valerie Solanas

მაო ძედუნი, 1972 - Mao Zedong, 1972

მიკ ჯაგერი, 1975
Mick Jagger, 1975

დედოფალი ელისაბედი, 1985
Queen Elizabeth, 1985

წითელი ლენინი, 1987
Red Lenin, 1987

მუჰამედ ალი, 1979
Muhammad Ali, 1979

მენ რეი, 1974
Man Ray, 1974

Ladies and Gentlemen, 1975

„ყველაზე მშვენიერი ტოკიოში - მაქდონალდსია ყველაზე მშვენიერი სტოკჰომში -მაგდონალდსია ყველაზე მშვენიერი ფლორენციაში -მაგდონალდსია მოსკოვში და პეკინში არაფერია მშვენიერი - იქ არ არის მაქდონალდსი თუ მე ვერასდროს შევეჩვევი იმას თუ რა სილამაზეა ქვიშა სანაპიროზე, და წყალი რომელიც მას ასწორებს და ხეები და ბალახიყველაფერი ისეთი მშვენიერია..... ვფიქრობ ფლობდე დედამიწას და არ ანგრევდე მას - ყველაზე მშვენიერი ხელოვნებაა, რომელიც ჩვენ ოდესმე გაგვაჩნდა“.

ენდი უორჰოლი