პოპ არტის შემდგომი განვითარება

პოპ არტმა
დაასრულა
მოდერნიზმი.

მოდერნიზმი დაასრულა იმითაც, რომ ჩაახედა საზოგადოება სარკეში. როდესაც პოსტმოდერნისტულმა პირველმა თაობამ ჩაიხედა ამ სარკეში მათ გულებში იმედგაცრუებამ დაისადგურა, გაქრა პოპ არტის სადღესასწაულო ატმოსფერო.

1970-იან წლებში პოპ არტი გადავიდა მოდიდან. მისი ადგილი კონცეპტუალურმა ხელოვნებამ დაიკავა. უფრო ზუსტად კი ხელოვნების სამყაროს ყურადღების ცენტრში ნაკლებად ხელშესახები ხელოვნება მოექცა ანუ იდეა ფასობდა მეტად ვიდრე ფორმა.

პარალელურად ენდი უორჰოლის ხელოვნება ამ არტისტის პოპულარულობის შედეგად მაინც ახდენდა გავლენას მხატვრებზე, განსაკუთრებით ნიუ იორკში. 1970 -1980-ი წლების მიჯნაზე ეს გავლენა გამოიკვეთა ისეთი მიმდინარეობის სახით, როგორიც იყო Neo-Pop art. ფიგურატიული მხატვრობისადმი ინტერესი კვლავ ტრენდული გახდა. მაღალი ხელოვნების სივრცეში ადვილად ამოსაცნობმა მას კულტურის იმიჯებმა კვლავ დაიმკვიდრა თავი.

Neo-Pop art-ის ერთერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენილია მხატვარი ჯეფ კუნსია (Jeff Koons). კუნსის მიერ მითვისებულმა/აპროპრირებულმა (appropriation) პოპ კულტურის სიმბოლოებმა (მაგ. მაიკლ ჯექსონი ) კიდევ უფრო გააფართოვა მაღალი ხელოვნების საზღვრები ან უფრო ზუსტად - კარგად წაშალა ზღვარი მაღალ და დაბალ ხელოვნებას შორის.

ჯეფ კუნსი
“ბუშტის ძაღლი”

ჯეფ კუნსი ისევე, როგორც Neo-Pop art-ის სხვა წარმომადგენლები და ზოგადად პოსმოდერნისტული ხელოვნების დიდი ნაწილი განაგრძობდა და განაგრძობს ხელოვნების როლის გადაფასების პროცესს, მისი კომოდიფიკაციის პროცესს.

1986 წელს შექმნილი ჯეფ კუნსის კურდღელი, გახდა 1980-ების ხელოვნების სიმბოლო. ფოლადში ჩამოსხმული კურდღელი როგორც სააღდგომო გასაბერი მასობრივად წარმოებული კურდღლის ქანდაკება.

 
მე გამიმართლა, რომ აღმოვაჩინე ხელოვნება, — თქვა მან, რადგან ფსიქოლოგიურ დონეზე მე მქონდა ყველაფერი, რაც გჭირდება რომ გახდე ტერორისტი.

ნიკი დე სან ფალი (ფრანგული გამოთქმა: [niki d(ə) sɛ̃ fal]; დაბადებული Catherine-Marie-Agnès Fal de Saint Phalle; 1930 - 2002 ) იყო ფრანგი ამერიკელი მოქანდაკე, მხატვარი, კინორეჟისორი ხელით ილუსტრირებული წიგნების ავტორი და არტაქტივისტი. სანტ ფალე ფართოდ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი არტისტი, რომელიც მონუმენტურ ქანდაკებაზე მუშაობდა.

ნიკი დე სენტ ფალეს ჰქონდა რთული და ტრავმული ბავშვობა და ძალიან არათანამიმდევრული განათლება. ცხოვრების უმეტესი ნაწილი სენტ ფალე ატარებდა შემზარავ საიდუმლოს — თერთმეტი წლის ასაკში ის მამამ გააუპატიურა. ამ საზარელმა მოვლენამ წარუშლელი კვალი დატოვა არტისტის ფსიქიკაზე და განსაზღვრა მისი შემოქმედების მიმართულება.

ნიკი დე სან ფალი (Niki de Saint Phalle) 1930–2002 ფრანგი მხატვარი, მოქანდაკე, ფილმმეიქერი, ილუსტრატორი.

ამ ტვირთისგან სანტ ფალე მხოლოდ 1994 წელს, სამოცდაოთხი წლის ასაკში განთავისუფლდა, როდესაც გაამხილა ის თავის წიგნში Mon Secret (ჩემი საიდუმლო).

ნიკი დე სან ფალემ მსოფლიო ყურადღება პირველად, 1961 წელს მიიპყრო - Shooting Picture პერფორმანსით გამოფენისთვის Feu a Volonté რომელიც გაიმართა პარიზში Galerie J-ში. ეს იყო პირველი ნამუშევარი სერიიდან – Tirs. Shooting Picture-ს პერფორმანსი ფარგლებში იქმნებოდა. მხატვარი ტირის მსგვსად ისროდა მიზანში ამ შემთხვევაში თაბაშირით და საგნებით დაფარულ ტილოს. ზედაპირზე ეწყობა საღებავით სავსე პატარა ტომრები, როგორც კი ტყვიები ტომრებს ხვრეტდენ, საღებავი გამოდმოდიოდა და ტილოზე ვრცელდებოდა. ეს ჯეკსონ პოლოკის „Drip technique“ ის ერთგვარი hommage იყო. რეფერენცია პოლოკზე არ არის შემთხვევითი, სენტ ფალე აღფრთოვანებული იყო პოლოკის შემოქმედებით.

ტირის სერიის ნამუშევრებზე არტისტი შემდეგ განმარტებას აკეთებს: „ნახატი მსხვერპლი იყო“, მაგრამ „ვინ არის რეალური სამიზნე? მამა? ყველა მამაკაცი?". ინცესტური გაუპატიურების მსხვერპლი, ესვრის ნახატს არა კლასიკური სურათის განადგურების მიზნით. ის ცდილობს გაანადგუროს თავისი ტკივილი და ტრავმა, ის სიმბოლურად კლავს იმას, რასაც ვერ ერევა.

ნიკი დე სან ფალი, სერიიდან – Tirs
Niki de Saint Phalle, Tirs, (1963)

ტირის სერიას არტისტი 1970 წლამდე უბრუნდებოდა. ნიკი დე სან ფალემ შექმნა ომის შემდგომი საფრანგეთის ყველაზე მხიარული ხელოვნება და ასევე ყველაზე საშიში. მაშინაც კი, როცა მოგვიანებით მისი ხელოვნება უფრო მსუბუქად განვითარდა, ყოველთვის იყო რაღაც რისკი, გრძნობა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რელსებიდან გადასულიყო.

განსაკუთრებული წარმატება და ცნობადობა ნიკი დე სან ფალეს მისმა ცნობილმა Nanas პაპიე-მაშეს და კერამიკის ქალების ქანდაკებებმა მოუტანა. მხიარული, მსუქანი ქალები, ჰიპერტროფირებული თეძოებით საცურაო კოსტუმებში და სხვადასხვა პოზაებში. ეს ქანდაკებები დღეს მსოფლიოს მრავალ ქალაქში ამშვენებენ პარკებს და მუზეუმების მიმდებარე ტერიტორიებს.

პირველი Nana (ახალგაზრდა ქალის აღმნიშვნელი ფრანგული ტერმინი) ნიკი დე სან ფალემ 1965 წელს შექმნა. ეს იყო დიდი ფერადი ქანდაკება, შთაგონების წყარო გახლდათ მხატვრის ახლო მეგობარი კლარის რივერსი, რომელიც იმ დროს ორსულად იყო.

მხატვარი ამტკიცებდა, რომ ხალისიანი ნანას გამოსახულება ქალურობის ნათელი მხარეა. მაგრამ არსებობს ბნელი მხარეც, ნიკი დე სან ფალემ განასახიერა ქალი რომელიც ყოველდღიურ ცხოვრების ყოფის ტყვეობაშია - დაღლილი, გაწამებული, გაბრაზებული, თავზე სახვევებით.

Niki de Saint Phalle,
Bénédicte, 1965
ნიკი სან ფილე,
ბენედიქტე, 1965

Nana assise sur un serpent, 1984;
გოგონა ზის გველზე, 1984

ზოგადად ამ არტისტის მიზანი ქალის მიმართ პატრიარქალურ საზოგადოებაში ცრურწმენების, კლიშეს და ტაბუს წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მაგრამ მისი მთელი არსებობის მთავარი ჩანაფიქრი და უმნიშველოვანესი ქმნილება იყო Le Jardin des Tarots in Capalbio, Toscany (ტაროს ბაღი).

შთაგონებული გაუდის გუელის პარკით ბარსელონაში, მხატვარმა ამ მასშტაბურ პროექტზე მუშაობა 1979 წელს დაიწყო. მეგობრებმა ნიკის მათ საკუთრებაში არსებული მშვენიერი ტერიტორია მისცეს ტოსკანაში. მომდევნო 20 წლის განმავლობაში მან შექმნა 22 მონუმენტური ქანდაკება — ტაროს კარტის რაოდენობის მიხედვით. ყველა მათგანი დამზადებულია რკინის ჩარჩოებით (ეს იყო ტინგუელის ნამუშევარი), დაფარულია ცემენტით და დეკორირებულია მოზაიკით, მინის ნაჭრებით, სარკეებით და კერამიკით.

ტაროს ბაღის თითოეული ძეგლი შედევრია და მხატვრის მიერ გატარებული მთელი სიცოცხლე. თავად ნიკიმ აღიარა, რომ ბაღზე მუშაობის დროს მასთან მოხდა გარდაქმნები, რომლის დროსაც იგი შეხვდა საკუთარ შინაგან დრაკონებს, დემონებს და ანგელოზებს.

ბაღი ვიზიტორებისთვის 1998 წელს გაიხსნა და დიდი ხმაური მოჰყვა. მხატვარს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და მის შესახებ ფილმიც გადაიღეს. ახლა კი ტოსკანაში ბაღის სტუმრები ხშირად ტირიან: იმდენად ძლიერია ნიკის ქანდაკებების სიდიადე და გულწრფელობის შთაბეჭდილება, რომლის შექმნასაც მან პრაქტიკულად სიცოცხლე შესწირა ნიკი დე სან ფალი 2002 წელს გარდაიცვალა ფილტვის დაავადებით, რომელიც მიიღო ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად, რომლებიც გამოიყენებოდა ტაროს ბაღის ძეგლების დასახატავად.

 

თავისუფლება ძალადობით, შემოქმედება განადგურებით, სიამოვნება შიშით: ეს იყო ნიკი დე სენტ ფალეს (1930-2002) მხატვრული ანტინომიები, ნიკის იდიოსინკრატიულ სტილს "აუტსაიდერ ხელოვნება" უწოდეს; მას არ ჰქონდა ფორმალური განათლება ხელოვნებაში, მაგრამ თავისუფლად უტოლდება ბევრ სხვა თანამედროვე მხატვარს. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ის ბევრ საკამათო და მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემას თამამად ეხებოდა.

ნიკის ნამუშევარი არის სხეულის, გონებისა და სულის მუდმივად გაღრმავებული აღქმისა და განუყრელი მოქმედების ხანგრძლივი, შრომატევადი და წარმატებული ბრძოლის განსახიერება. ნიკი დე სან ფალეს არ მიუღია აკადემიური სახელოვნებო განათლება. მის ხელოვნებას ხშირად "outsider art" განიხილავენ. პარადოქსულია, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ იგი მუშაობს ინტუიციურად, შიგნიდან გარეთ - საზოგადოებამ ასეთი ენთუზიაზმით მიიღო მისი ხელოვნება.

ინსაიდერი, აუტსაიდერი, როგორიც არ უნდა დავარქვათ მას, ნიკი დე სან ფალეს ხელოვნებამ გზა გაუხსნა 21-ე საუკუნის მდიდარ მრავალფეროვნებას და ზედაპირული განსხვავებების დასასრულს, მათ შორის: ინსაიდერის, აუტსაიდერის, ხალხური რეწვის, ხელოსნობისა და სახვითი ხელოვნების. ხელოვნება არსებობს ისეთი სახეობებით, რამდენიც არის ინდივიდი. ხელოვნების საერთაშორისო ენა არ იცნობს დროის, ადგილის ან რასის ბარიერებს. ის პირდაპირ ესაუბრება თითოეულ ჩვენგანს პირადად ჩვენი მიმღებლობისა და ცვალებადი აღქმის შესაბამისად.

Niki de Saint Phalle in her film Daddy (1972)

 

2015 წელს „მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მხატვრად“ წოდებული, ავანგარდისტი იაპონელი მხატვარი იაიოი კუსამა აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების სამყაროს გაოცებას.

1929 წელს იაპონიაში, მაცუმოტოში დაბადებული კუსამა ნიუ-იორკში 1958 წელს ჩავიდა. შთაგონებული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის აღზევებით ის იყო მისი თაობის ერთ-ერთი პირველი იაპონელი მხატვარი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. მობილურობამ, ფსიქიკური დაავადების ღიად აღიარებულ ისტორიასთან ერთად, ხელი შეუწყო კუსამას, თვალსაჩინო, ექსცენტრიულ საჯარო პერსონის იმიჯის დამკვიდრებას.

1993 წელს კუსამა, წარმოადგენდა იაპონიას ვენეციის ბიენალეზე. იგი იყო მრავალი საერთაშორისო გამოფენების მონაწილე და მისი სოლო შოუები წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებში.

მხატვარი აგრძელებს თავისი ნამუშევრების ჩვენებას მთელ მსოფლიოში, და ინარჩუნებს ძლიერ და დომინანტურ პოზიციას თანამედროვე ბაზარზე.

იაიოი კუსამა, ყვავილი;
Yayoi Kusama, Flower (D.S.P.S) 1954

Yayoi Kusama’s extraordinary survival story

Yayoi Kusama Museum
იაოი კუსამას მუზეუმი

„ერთ დღეს მე ვუყურებდი მაგიდის სუფრაზე წითელი ყვავილების პატერნს და როცა ავწიე თვალები, დავინახე ეს ყვავილები ფარავდა ჭერს, ფანჯრებს, კედლებს და ბოლოს მთელ ოთახს, ჩემს სხეულს და სამყაროს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დავიწყე თვითგანადგურება, უსასრულო დროისა და სივრცის უსასრულობაში ტრიალი, არარაობად ვიქცეოდი. როგორც მივხვდი, ეს რეალურად ხდებოდა და არა მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში, შემეშინდა. ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი, რომ წითელი ყვავილების მაგიურ ძალას არ გავენადგურებინე. სასოწარკვეთილმა ავირბინე კიბეებზე. ჩემს ქვემოთ საფეხურებმა ნგრევა დაიწყო, კიბეზე დავეცი და ტერფი ვიღრძე“.

იაიოი კუსამა, ნახატზე Flower (D.S.P.S).

 

ტაკაში მურაკამის სახელი დღეს კარგად არის ცნობილი არა მარტო თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის. 1962 წელს იტაბაშიში, ტოკიოს ერთ-ერთ რაიონში დაბადებული ნიჰონგას მხატვრობის დოქტორი, დღეს სუპერვარსკვლავია. იაპონური ნეო პოპის ლიდერი, ე.წ. იაპონური ეკონომიკური სასწაულისშვილი მურაკამი 1970-80 წლებში ისევე, როგორც მისი თანამედროვეები მასკულტურის ექსპანსიური დამკვდრების პერიოდში ყალიბდებოდა პროფესიონალად. მისი ნამუშევრები წარმოადგენს ტრადიციული იაპონური რელიგიური ხელოვნებისა და ტელევიზიის, ვიდეო თამაშების, ოტაკუს და მანგას პერსონაჟების ოსტატურ კომბინაციას. მურაკამიმ შექმნა მხატვრული სტილი, რომელიც შთაგონებულია მანგას კიჩური პოპ ესთეტიკით.

2001 წელს მისი კარიერის ტრამპლინი გახდა გამოფენა Superflat (ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში) დღეს მისი სტუდია კომერციული კომპანიაა, სახელად KaiKai Kiki Co Ldt, რომელშიც დასაქმებულია ასი ასისტენტი იაპონიასა და შეერთებულ შტატებში.

ტაკაში მურაკამი (Takashi Murakami) გახდა სრულფასოვანი ბრენდი, რომელიც მუშაობს Louis Vuitton-თან, Vaans-თან, Pharell Williams-თან და Kanye West-თან. 54 წლის ასაკში ის ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვარია მსოფლიოში, მისი ნამუშევარი My Lonesome Cowboy 2010 წელს 15,5 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.

A FIELD OF FLOWERS
ყვავილების მინდორი

TAN TAN BO

My lonesome Cowboy
ჩემი მარტოხელა კაუბოი

 

“I'm fascinated with the difference between supposedly private and supposedly public, and I try to engage the issue of what it means to live in a society that's seemingly shock-proof, yet still is compelled to exercise secrecy,”

ბარბარა კრუგერი
Barbara Kruger