Neo-Dada

Happening Fluxus

ჯონ ქეიჯი (John Cage), ჯასპერ ჯონსი (Jasper Johns), რობერტ რაუშენბერგი (Robert Rauschenberg), ალან კაპროუ (Allan Kaprow) ხელოვანები, რომლებმაც ხელოვნების პარადიგმის რადიკალური შემობრუნების ინიციატორებად მოგვევლინენ 1950-ან წლებში. ამ მიმდინარეობამ გაუკვლია გზა პოპ არტს, მინიმალიზამს და კონცეპტუალიზმს.

Jasper Johns,
Target with four faces
1955

ჟასპერ ჯონსი, სამიზნე ოთხი სახით

Robert Rauschenberg,
1956

რობერტ რაუშენბერგი

Robert Rauschenberg,
Odalisk
1955/1958

რობერტ რაუშენბერგი ოდალისკი

მარსელ დიუშამი
ხელოვნების ახალი პარადიგმა

მე-20 საუკუნის ხელოვნებაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, რომელმაც ხელოვნების მნიშვნელობა არა მარტო შეცვალა, არამედ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავდაყირა დააყენა იყო მარსელ დუშამი (1887-1968). 1913 წელს ის ქმნის პირველ Ready-Made ტაბურეტზე დამაგრებულ ველოსიპედის ბორბალს. დიუშამის Ready-Made-მა წერტილი დაუსვა ხელოვნების ფუნდამენტურ თვისებებს: ელიტარულობას ავტონომიურობასა და უნიკალურობას. 1950-1960 წლების მიჯნაზე ნიუ იორკელმა მეაბოხე მხატვრებმა გააფართოვეს ხელოვნების დეფინიცია და ინტერპრეტირებდნენ მას თავისებურად. ნეო-დადას წარმომადგენლები, ისინი ვინც ასოცირდებოდნენ ალან კარპროუს ჰაპენინგებთან და (Happenings) და ფლაქსუსის მიმდინარეობასთან არჩევანი გააკეთეს ყოველდღიური გარემოს ინკორპორირებაზე ხელოვნებაში. ნეო-დადას ანუ ახალი დადას წარმომადგენლებისთვის დიუშამი და მისი რედი-მეიდი გახდა სწორების ვექტორი და ამოსავალი წერტილი.

Marsel Dusham - მარსელ დუშამი

დიუშამმა, რომელიც გვერდიდან თვალს ადევნებდა ახალი თაობის ქმედებებსა და დეკლარაციებს აღნიშნა:

“მე პროტესტის ნიშნად ვესროლე საზოგადოებას ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ბოთლების საშრობი და პისუარი, ახალმა დადაისტებმა კი ეს ესთეტიკის რანგში აიყვანეს“

მარსელ დუშამი

Neo-Dada ფაქტიურად იყო პოპ არტის პირდაპირი ამერიკული წაინამორბედი, ტერმინი Neo-Dada ასოცირდება ჯასპერ ჯონსის, რობერტ რაუშენბერგის და ალან კაპროუს შემოქმედებასთან (Jasper Johns, Robert Rauschenberg, Allan Kaprow) არტისტები რომლებიც გახდნენ რადიკალური ცვლილებების ინიციატორები 1950-ან წლებში. დადაისტების საბრძოლო დეკლარაციების ნაცვლად ეს არტისტები მოქმედებდნენ ფარული სტრატეგიებით, რომლებიც უფრო მიესადაგებოდა ცივი ომის კლიმატს. მაგალითად, ისინი ერთდროულად პაროდირებდნენ და იწონებდნენ კონსუმერისტულ კულტურას. ჯასპერ ჯონსის „ლუდის ქილები“ (Jasper Johns , Beer Cans 1960) და რობერტ რაუშენბერგის „საწოლი“ (Robert Rauschenburg's Bed (1955) ნეო-დადას პირველ ნამუშევრებად ითვლება.

Jasper Johns,
Beer Cans
1960

Robert Rauschenburg,
Bed 1955

John cage

ჯონ ქეიჯი

„რა საჭიროა წარსულის განადგურება მისი დრო ისედაც წავიდა. მე ვთხზავ მხოლოდ იმ მუსიკას, რომელიც მე არასდროს არ გამიგია“.

ძირითადი მახასიათებლები: ძენ ბუდიზმის გავლენა - ფოკუსირება გარემოს ჰარმონიაზე, არაკონვენციური ინსტრუმენტირება და შანსით ნაკარნახები გარემოს მუსიკის იდეის გაერთიანება - ეტაპური მნიშვნელობის ნაწარმოები, კომპოზიცია 4'33" (1952)

1950-ანი წლების დასაწყისში ახალი ხელოვნების მოდელი ბლექ მაუნთინ კოლეჯში იწრთობოდა. ყველაფერი სპონტანური უსიუჟეტო წარმოდგენებით იწყებოდა, რომელშიც ცნობილი არტისტები პედაგოგები და სტუდენტები ერთად მონაწილეობდნენ. მთავარი ბუნტისთავები იყვნენ: მხატვარი რობერტ რაუშენბერგი მისი მეგობარი და კომპოზიტორი ჯონ ქეიჯი და ქორეოგრაფი მერც ქანინგჰემი. 1952 წელს მათ ოფიციალურად დაპატიჟეს მაყურებლები „ ჰეპენინგის და პერფორმანსის საღამოზე“. წარმოდგენა აწყობილი იყო ქეიჯის ლექციის გარშემო. ქეიჯი იდგა კიბეზე და იქედან კითხულობდა ლექციას ( მისთვის ჩვეული სიჩუმის პაუზებით), პარალელურად მიდიოდა ქანინგჰემის ცეკვის და რაუშენბერგის ნამუშევრების ჩვენება. არც ერთ მონაწილეს არ ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული როლი. თანდათან წარმოდგენა ხმაურიან მხიარულ ქაოსად გადაიქცა. ასე გადადგა პირველი ფრთხილი ნაბიჯი ავანსცენაზე პერფორმანსმა. ამავე 1952 წელს ლეგენდარული მოვლენა მოხდა - ჯონ ქეიჯმა კომპოზიცია 4'33 ნიუორკული ვუდსტოკის, მევერიკ ჰოლში წარმოადგინა. პიანისტი დევიდ ტიუდორი გაუნძრევლად იჯდა ოთხნახევარი წუთი, ხოლო შემდეგ ადგა და დატოვა დარბაზი.

ჯონ ქეიჯი, მერც ქანინგჰემი და რობერტ რაუშენბერგი - ინოვაციური თანამშრომლობა.

ქეიჯის გავლენამ დაამკვიდრა რევოლუციური და ინოვაციური სტილისტური ცვლილებები, და გაუკვლია გზა პოსტმოდერნისტულ არტისტულ მოთხოვნებს.

პუბლიკა მიხვდა, რომ მოისმინა, უფრო ზუსტად ვერ მოისმინეს ქეიჯის ახალი კომპოზიცია. ნიუორკელი ჰიფსტერებისთვისაც კი ეს მეტისმეტი აღმოჩნდა. მათი გაოგენება მრისხანებაში გადაიზარდა, ქეიჯის ეს ნაბიჯი თავხედობად შეფასდა, როგორ გაბედა მსმენელის მოწვევა სიჩუმის მოსასმენად.

ბრალდებას ქეიჯმა ასე უპასუხა - „4'33 - სულაც არ არის სიჩუმე, სამარისებული სიჩუმე ბუნებაში არ არსებობს. პირველ ტაქტში მე მოვისმინე თუ როგორ ჩაიქროლა ფანჯრებთან ქარმა, ხოლო შემდეგ ეს შრიალი წვიმის წვეთების რიტმით შეიცვალა“. ქეიჯის გარშემო ელვისებური სისწრაფით შეიქმნა ნამდვილი ფან კლუბი მათ შორის იყო ალან კაპროუც.

Allan kaprow and happening

ალან კაპროუ და ჰეფენინგები

ალან კაპროუმ დაიწყო კარიერა, როგორც მხატვარმა, 1950-ის ბოლოს ის ფოკუსირდა მაყურებლის მიერ სუბიექტურად აღქმული სივრცის ცნებაზე. კაპროუმ შეცვალა ხელოვნების ობიექტის დეფინიცია:

  • კავშირი ხელოვნებასთან და არა თეატრთან;
  • იგივე კატეგორია რაც ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის (AAE) მოქმედების მხატვრობა (Action painting) და არა წინასწარ დაწერილი სცენარით განხორციელებული სპექტაკლი, ჰეფენინგი არ მეორდება;
  • ჰეპენინგებში არ იყო სტრუქტურიბული დასაწყისი, შუა და ბოლო;
  • არ იყო განსხვავება ან იერარქია არტისტს და მაყურებელს შორის;
  • მაყურებლის რეაქცია იყო თავად ხელოვნება და ეს გამოცდილება იყო უნიკალური, რომელიც ვეღარ განმეორდება;
  • გამოსახვის საშუალელბები სხეულის მოძრაობა, აუდიო, ტექსტი და სუნი;
  • გამოსახვის საშუალელბები სხეულის მოძრაობა, აუდიო, ტექსტი და სუნი.

ალან კაპროუ (ALLAN KAPROW 1927-2006)

პერფორმანსის დამკვიდრება

ჰეფენინგი "Happening" ტერმინი პირველად გამოიყენა ალან კაპროუმ ჯორჯ სეგალის (George Segal) ფერმაში გამართული პერფორმანსის ასაღწერად 1957 წელს. ფაქტიურად ეს იყო პირველი ჰეფენინგი, რომელიც წარმოადგენდა პერფორმანის და ინსტალაციის სინთეზს. ჯონ ქეიჯის კლასების შემდეგ კაპროუმ თავის ნამუშევრებში შეიტანა აუდიო ელემენტი და ასე წარმოადგინა პირველი ჰეფენინგი რატგერსის, უნივერსიტეტის კამპუსში 1958 წლის 22 აპრილს. (Voorhees Chapel at Douglass Campus, Rutgers State University of New Jersey) ჰეფენინგების განვითარების მწვერვალად 1963 წლის Yam Festival -ის პერიოდს მიიჩნევენ. 1965 წლიდან ვითარდება ხელოვნების ისეთი ახალი ფორმები, როგორიცაა კონცეპტუალიზმი, ბოდი არტი, ლენდ არტი და სხვა.

ალან კაპროუ უპირისპირდება ასევე ხელოვნების ისტორიისა და კრიტიკის კონვენციურ დისკურს:

„ფორმალური ესთეტიკა აღარ არის რელევანტური ხელოვნებისთვის, რომელმაც დატოვა ტილო. მაყურებლის წამიერი გამოცდილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნახატი ტილოზე“.

კაპროუ ოყო ახალი ავნგარდის ღერძული ფიგურა, რომლის ჰეფენინგების - სპონტანური, არალინეარული, ექშენის ფორმამ რევოლუციურად შეცვალა საშემსრულებლო ხელოვნების პრაქტიკა. თავისი პოზიცია და ნააზრევი კაპროუმ ნათლად წარმოაჩინა ესეში"The Legacy of Jackson Pollock" , რომელიც პოლოკის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ 1958-ში დაწერა.

Household
1964

ჯექსონ პოლოკი მისთვის იყო ერთადერთი მხატვარი ( აბსტრაქტულ ექსპრესიონისტებს შორის ) რომელიც მან გენიოსად აღიარა. პოლოკის სიკვდილთან ერთად ჩვენშიც რაღაც მოკვდა, ჩვენ მისი ნაწილი ვიყავით“. კაპროუსთვის პოლოკი ჰეპენინგის მხატვარი იყო, რომელიც უბრალოდ საღებავს იყენებდა. ის თვლიდა, რომ პოლოკის ტილოები ითხოვდა დრამატიზმს, ხოლო ტილოს საზღვრები, მიუხედავად მათი არაკონვეციურობისა და სიდიდისა ზღუდავდნენ მას, სწორედ ეს იყო პრობლემა. ამიტომ, კაპროუმ საერთოდ უარი თქვა ტილოზე - კლასიკური ტილო და საღებავი მან ბგერით, მოძრაობით, შეხებით და სივრცით ჩაანაცვლა. ამ ხელოვანმა შეცვალა ხელოვნების ობიექტის დეფინიცია. აი როგორ განმარტავს კაპროუ ხელოვნების ნიმუშს, ის „არც კედელზეა არც პიედესტალზე, ის კავშირშია სახვით ხელოვნებასთან და არა თეატრთან“.

კაპროუ ხაზს უსვამდა, რომ მისი ხელოვნება იგივე კატეგორიის არის რაც აბსტრაქტული ექსპრესიონისტების ექშენ ფეინთინგი და არა წინასწარი სცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლი. ჰეფენინგებში არ იყო სტრუქტურირებული დასაწყისი, შუა და ბოლო, არ იყო განსხვავება ან იერარქია არტისტს და მაყურებელს შორის. მაყურებლის რეაქცია იყო თავად ხელოვნება და ეს ქმნიდა უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ვეღარ განმეორდება. კაპროუს ექსპერიმენტების პარალელურად იმავე პერიოდში მხატვრების: ჯასპერ ჯონსის და რობერტ რაუშენბერგის შემოქმედებამ დასაბამი მისცა დიდ მოვლენას ხელოვნების სამყაროში, ეს იყო ამერიკული პოპ არტის განვითარება.

yARD
1961

Words
1962

Fluxus

Fluxus (1959- 1978) მხატვრული გაერთიანება, რომელიც გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ძირითადი ბირთვით ნიუ იორკში. ოფიციალური დამაარსებელი ლიტვური წარმოშობის ამერიკელი მხატვარი ჯორჯ მაქუინესი (George Maciunas 1931–1978).

1950-1960 წლების მიჯნაზე გერმანიში მაცხოვრებელი მაქუინესი ხშირად ჩადიოდა ნიუორკში სადაც მონუსხული იქნა ქეიჯის მიერ. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა მარსელ დიუშამის, კაპროუს ჰეპენინგებისა და ევროპული ახალი რეალიზმის მიმართ. ყველაფერმა ამან მიიყვანა ეს არტისტი ნეო დადადიზმის თავის ვერსიამდე, რომელსასც ფლუქსუსი დაარქვა. 1963 წელს მაქუინესმა გამოაქვეყნა ფლუქსუსის მანიფესტი. „ფლუქსუსი არის სპაიკ ჯონსი, შაყირი, თამაში, ვოდევილი, ქეიჯი და დიუშამი". დადაისტების მსგავსად, ფლუქსუსი არ იზიარებდა მუზეუმების მიერ ხელოვნების ფასეულობის განსაზღვრას. ყველა მისი წარმომადგენელი თვლიდა, რომ ხელოვნების აღსაქმელად არ არის საჭირო განათლება. „ხელოვნება ხელმისაწვდომი მასებისთვის, ყველა ქმნის ხელოვნებას“. მანიფესტში ნათლად იკვეთებოდა მოწოდება იმის თაობაზე, რომ მსოფლიო უნდა განიწმინდოს ბურჟუაზიული მორალისგან, პროფესიონალური, ინტელექტუალური და კომერციული კულტურებისგან.

გერმანული
ფლუქსუსის ლიდერი
იოზეფ ბოისი
Joseph Beuys
1921-1986

1944 მარტი - მისი თვითმფრინავი Ju-87 ყირიმში ჩამოაგდეს. მაუდი და გამდნარი ქონი, რომლითაც ადგილობრივებმა შეუნარჩუნეს სიცოცხლე გახდა მისი შთაგონება.

1961 - დუსელდორფის აკადემიის პროფესორი

1972 - გაირიცხა ინციდენტის გამო

1978 - სასამართლომ გარიცხვა უკანონოდ მიიჩნია

„სოციალური ქანდაკების მანიფესტი“ „პირდაპირი დემოკრატიის“ ანარქისტულ უტოპიური პრინციპი: მოქალაქეების და კოლექტივების თავისუფალი და კრეატიული სურვილები - არსებული ბიუროკრატიული სისტემის ნაცვლად.

ფლაქსუსის
მანიფესტი,
1963

„ფლუქსუსი განავითარებს ცოცხალ ხელოვნებას და გააკეთებს ისე რომ კულტურული სოციალური და პოლიტიკური რევოლუციები ერთ აქციაში გაერთიანდება“.

„ფლუქსუსი არის სპაიკ ჯონსი, შაყირი, თამაში, ვოდევილი, ქეიჯი და დიუშამი".