New Media Art
ისტორიული პარალელები
მიუხედავად იმისა, რომ ახალი მედია დღეს მოიაზრება როგორც ხელოვნების პრაქტიკის ახალი ფენომენი, მისი ისტორია იწყება მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. ისეთი არტისტები, როგორიც იყო ჯონ ქეიჯი, ალან კაპროუ, როი ასკოტი, მოცულები იყვნენ თემებით, როგორიცაა ინტერაქცია, მულტიმედია, ელექტრონიკა, კინეტიციზმი, კიბერნეტიკა და ტექნოლოგიები. მათ ჰყავდათ ისეთი კურატორები, როგორებიც იყვნენ მარშალ მაქლუანი, ჯასია რეიჩარდტი, ლუსი ლიპარდი და ჯეკ ბურნჰამი.
იმ პერიოდთან შედარებით, დღეს მხატვრებისთვის, თეორეტიკოსებისთვის და კურატორებისთვის კონტექსტი ერთნაირად შეიცვალა. ეს არ არის მხოლოდ კრეატიული ენის ცვლილება, ეს არის ცვლილება ესთეტიკაში და დამოკიდებულებებში, რომელმაც გავლენა იქონია ჩვენს მიერ ხელოვნების ნიმუშის, გამოფენებისა და საერთოდ კულტურული პროდუქტის აღქმაზე ზოგადად.
ამ კონტექსტში განსახილველია ეტაპური მნიშვნელობის მქონე, ფრანგი ფილოსოფოსის ჟან ფრანსუა ლიოტარის კურატორობით განხორციელებული გამოფენა არამატერიალური (Jean-Francois Lyotard "Les Immateriaux"), რომელიც 1985 წელს პარიზში, პომპიდუს ცენტრში იყო წარმოდგენილი. ყველაზე ძვირი შოუ პომპიდუს ცენტრის ისტორიაში იყო ნამდვილი რევოლუცია გამოფენების ისტორიაში. ამ დროისთვის ლიოტარს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ცნობილი ნაშრომი „პოსტმოდერნის მდგომარეობა“ (La Condicion Postmoderna), რომელშიაც ის განიხილავს ცვლილებებს, რომელსაც ადამიანი განიცდის ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად კომუნიკაციის, მასმედიის, და კომპიუტერული მეცნიერების სფეროში.
გამოფენის მთავარი ელემენტი მოქმედებაა. ღერძი რომელზეც ლიოტარმა ააწყო ეს შოუ რომან იაკობსონის კომუნიკაციის სქემის რეკონსტრუქციაა: გზავნილი ჩაწერილია მატარებელზე და მოიცავს კოდს, მისი შინაარსი დაკავშირებულია ჩვენი რეალობის რეფერენტებთან, ხოლო წაკითხვისთვის საჭიროა წამკითხავი საშუალება. ამ სქემის შესაბამისად, გამოფენა დაყოფილი იყო ხუთ ზონად, რომელიც შეესაბამებოდა მატერიალურიდან არამატერიალურზე გადასვლას.
აქვე, ჩართული იყო სიტყვათა თამაში: ყველა სახელწოდება მოიცავს ფუძეს მატ-ს (მატერია, მატერნალური და ა.შ). ლიოტარის კონცეფცია ექსპოზიციაზე აერთიანებდა ფართო სპექტრის ობიექტებს: უახლესი ინდუსტრიული რობოტები, პერსონალური კომპიუტერები, ჰოლოგრამები, ინტერაქტიული ხმოვანი ინსტალაციები, სამგანზომილებიანი ფილმები. ფერწერასთან, ფოტოსთან და ქანდაკებასთან ერთად სადაც შეხამებული იყო უძველესი ეგვიპტური რელიეფი, დენ გრაჰამის, ჟოსეფ კუშუტის და ჯოვანი ანსელმოს ნამუშევრები.შოუზე წარმოდგენილი იყო ფერწერაც და ქანდაკებაც,
მაგრამ უკვე როგორც დიდი ინფორმაციული კრებულის ნაწილი, რომელიც შედგებოდა სიტყვებისგან, ნიშნებისგან, საუნდისგან და ტექნიკური არტეფაქტებისგან და ყველაფერი ეს განთავსებული იყო ლაბირინთის მაგვარ საგამოფენო სივრცეში. კურატორობა ამ გამოფენის შემთხვევაში წარმოგვიდგება, როგორც ფილოსოფიური ძიება- ლიოტარის ავტორობით, რომელიც წინააღმდეგობების მიუხედავად უღებს კარს გამოფენების “კეთების” ახალ ერას. 1990-ანი წლების შუახანებისთვის ასპარეზზე გამოდის, ახალი მედიით გატაცებული უკვე შემდეგი თაობის არტისტები და კურატორები. მათი მხატვრული პრქტიკა ისევ განსხვავებულ ახალ გარემოებებში ვითრდება.
რა წინაპირობები არსებობდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები ვიდრე გლობალური ქსელი ინტერნეტი დამკვიდრდა ჩვენს რეალობაში. წიგნში “გუტენბერგის გალაქტიკა” მარშალ მაქლუანი განიხილავს გუტენბერგის ბეჭდურ დაზგას, როგორც რევოლუციური მნიშვნელობის მოვლენას. ის აღნიშნავს, რომ ბეჭდური ტექსტის ლოგიკისა და სტრუქტურის შესაბამისად ყალიბდებოდა განსაკუთრებული კულტურის ტიპი, სწორედ ასე ჩამოყალიბდა მაქლუანის აზრით „გუტენბერგის გალაქტიკა” - უნივერსუმი, რომელშიაც ბეჭდური დაზგა გახდა ინდუსტრიული საზოგადოების კულტურის ფორმირების განმსაზღვრელი ფაქტორი. ლინეარული და უწყვეტი სტრუქტურა, სადაც ყველა მომდევნო ელემენტი დამოკიდებულია წინამდებარეზე, გადაიქცა საზოგადოების (როგორც ფიზიკურის ასევე სოციალური სტრუქტურების) ორგანიზების პრინციპად საუკუნეების მანძილზე. ელექტრონული მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების განვითრებამ ინფორმაციის აუდიო-ვიზუალურმა ტრანსლირებამ განაპი
კაცობრიობის რბილი გადასვლა ახალ ერაში სადაც განმსაზღვრელი გახდა გამოსახულებაზე ორიენტირებული (Image-oriented)მოდელი. ჯერ კიდევ 1962 წელს ჯოზეფ კარლ ლიკლაიდერმა მსოფლიო კომპიუტერული ქსელის შექმნის იდეა გააჟღერა. 1989 წელს კი ხელმისაწვდომი გახადა მსოფლიო ქსელი WORLD WIDE WEB. https://home.cern/science/computing/birth-web/short-history-web
1995 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიო პოლულაციის 0,4 % ანუ 16 მილიონს შეადგენდა, 2012 წლის დეკემბერში მომხმარებელთა რიცხვმა 2.405 მილიარდს მიაღწია ანუ მსოფლიო ცვლილებები მოიტანა. And the "Global Village" became a Reality და “გლობალური სოფელი” გახდა რეალობა. ინტერნეტმა გადააქცია რეალობად ის, რასაც 1970 –ან წლებში კომუნიკაციის წინასწარმეტყველმა მარშალ მაქლუანმა დაარქვა “გლობალური სოფელი”. ტერიტორიულად შემოსაზღვრული ლინეარულ პრიციპზე აწყობილი წიგნიდან ჩვენ ნომადური, რიზომორფული დეტერიტორიალურ ინფორმაციულ სისტემებთან გადავინაცვლეთ.ელექტრონული მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების განვითრებამ, ინფორმაციის აუდიო-ვიზუალურმა ტრანსლირებამ, განაპირობა კაცობრიობის რბილი გადასვლა ახალ ერაში სადაც განმსაზღვრელი გახდა გამოსახულებაზე ორიენტირებულ მოდელი.
ინტერნეტის ფუნქციონირების არსის და მისი ზეგავლენის გარკვევისთვის ყველაზე შესაფერისი ცნება ჟილ დელიოზის “რიზომაა”. ტერმინი ფელიქს გვატარის და ჟილ დელიოზის მიერ შემოღებული პოსმოდერნისტული დისკურსის სპეციფიური ცნებაა, რომელიც დამუშავებულია ამ ავტორთა ყველაზე მნიშვნელოვან ერთობლივ ნაშრომში “კაპიტალიზმი და შიზოფრენია”–ს მეორე ტომში “ათასი პლატო” (1980) და ასევე მცირე ზომის ნაშრომში “რიზომა”, რომელიც 1976 წელს იქნა გამოცემული.
ყოველთვის არის წერტილი, რომლიდანაც ის იზრდება და სცდება თავის საზღვრებს. თანამედროვე კულტურა, თავის დომინანტურ ფორმებში და ინტერპრეტაციებში არის ვიზუალური(ეკრანული) კულტურა, რომელიც განაპირობებს რეალობის აღქმის სრულიად განხვავებულ ფორმირებას.
ინტერნეტის მომხმარებლისთვის ეს ჩვეული მდგომარეობაა ერთი ტექსტის კითხვისას ჩვენ გადავდივართ მეორეზე, შემდეგ მესამეზე - ბეკონიდან, ფოტოზე, ფოტოდან ფიფქზე და ა.შ. ამის საშუალებას იძლევა ჰიპერტექსტი, ჰიპერტექსტმა განაპირობა კულტურის ახალი კოდის ჩამოყალიბება.
რაში მდგომერეობს ჰიპერტექსტის სპეციფიკა? თუ ჩვეულებრივი ტექსტი არის ლინეარული, და მოძრაობა მის სივრცეში შესაძლებელია მხოლოდ მიმართულებით, რომელიც შემოფარგლულია ერთი სიბრტყით, რიზომორფული ჰიპერტექსტი ხსნის ახალ ტრანსვერსალურ, დიამეტრალურ განზომილებებს ტექსტურ უნივერსუმში. ტექსტი ორგანიზებულია თავისი დროის “კულტურული კოდის” კანონების შესაბამისად.
ამიტომაც ჩვენთვის ახალი დროის “ნომადებისთვის” ისტორიის არალინეარული რეპრეზენტაციის პარადიგმა ბევრად უფრო ორგანულია და ახლობელია, ვიდრე კლასიკური და ვისაც ეს ჯერ კიდევ უჭირს - მათთვის დელეზის რჩევა: “რთულია, მაგრამ შეეცადეთ დაინახოთ, რომ ყველაფერი იცვლება”.
“აღიქვა რაიმე შუიდან და არა ქვევიდან ზევით, ან პირიქით რთულია, მაგრამ შეეცადეთ თქვენც დაინახოთ, რომ ყველაფერი იცვლება. ისტორია დაწერილია არანომადური თვალსაზრისის პოზიციიდან და სახელმწიფოს უნიტარული აპარატის სახელით. რა გვაკლია და ნომადოლოგია – ისტორიის ინვერსია. გადაადგილო შენი თავი, დაიწყო შუიდან, შეხვიდე და გამოხვიდე მაგრამ არ დაიწყო და არ დაასრულო.”
ტერმინი ახალი მედია გამოიყენება იმ ხელოვნების აღსაღნიშნად, რომელიც შექმნილია ციფრულ ფორმატში კომპიუტერის საშუალებით.
დიგიტალური ხელოვნება შეიძლება იყოს ინტერაქტიული, მართვადი, მონაწილეობრივი, ადაპტირებადი მომხმარებლის მიერ. დიგიტალური ხელოვნება შეიძლება გამოვლინდეს მრავალ ფორმაში ინტერაქტიული ინსტალაციიდან ისეთი ნამუშევრის ჩათვლით, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ინტერნეტში.
მაგალითისთვის განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი: ვირტუალური რეალობაVirtual Reality (VR) ნიშნავს შეიგრძნო სამყარო და ნივთები კომპიუტერის დახმარებით, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. ეს არის ძალიან ზოგადი განმარტება, რომელიც არტისტულ პროექტებში ამოუწურავი ნაირსახეობით გვევლინება.
მორის ბენაიონის World Skin (მსოფლიო კანი, 1997). ინტერაქტიული ინსტალაცია ერთერთი ადრინედელი ნიმუშია. კამერებით შეიარაღებული ვიკლევთ გზას სამ განზომილებიან სივრცეში, პეიზაჟი რომელიც იშლება ჩვენს თვალწინ დანგრეული შენობებით, შეიარაღებული დაჭრილი და დასახიჩრებული ხალხით არის სავსე. მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტური ზონების ამსახველი ფოტოები, წარმოგვიდგენს სამყაროს აღვსილს მუნჯი ძალადობით. აუდიო რეპროდუცირებს ბგერას სამყაროსი, რომელშიც, იმისთვის, რომ ისუნთქო უნდა იტანჯო. სპეცეფექტი? ნაკლებად. მონაწილეები თითქოს არღვევენ ამ ქაოტურ წონასწორობას. ჩარევა კიდევ უფრო აძლიერებს ტკივილს. ფოტო კამერა, როგორც წაშლის იარაღი. ამ ომის ქვეყანაში არ არის საზღვრები. ტურისტების მსგავსად მონაწილეები ეწვიენ კამერებით. თითოეულ მათგანს აქვს საშუალება დააფიქსიროს სიკვდილთან ბრძოლის მომენტი.
მონაწილის მიერ გადაღებული კადრი ეგრევე ქრება ეკრანზე, რჩება მხოლოდ საშინელი ჩრდილი, მონაწილეები თანდათან აზარტში შედიან და აგრესიულად აკეთებენ კადრებს, თითქოს ატყავებენ ამ სამყაროს, მსოფლიოს კანი ხდება ნადავლი, და ჩვენი სიამოვნება იზრდება სამყაროს ქრობასთან ერთად. ეს არის პარალელი ჩვენს აღქმასთან რეალურ სამყაროში.
სრულიად განსხვავებულია ე.წ. ფრაქტალების ხელოვნება. Fractal Art ის მთლიანად ვიზუალურ ეფექტზეა კონცენტრირებული ყველანაირი დრამატურგია მისთვის უცხოა. ფრაქტალი სიმრავლე, რომელსაც აქვს თვითმსგავსების თვისება. ფრაქტალური გეომეტრიის ფუძემდებელია მეცნიერი ბენუა მანდელბროტი. ფრაქტალი რთული გეომეტრიული ფიგურაა, რომელსაც საკუთარი თავის მიბაძვის უნარი გააჩნია, ანუ ის შედგება ნაწილებისგან, რომელთაგანაც თითოეული საწყის მთლიან ფიგურას ჰგავს.
კომპიუტერული გრაფიკის პიონერები, მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები ჟან პიერ ჰებერტი, ჩარლს ქსური, ჰელმან ფერგუსონი და მანფრედ მორი 1995 წელს არტ კოლექტივში გაერთიანდნენ. თავის თავს მათ ალგორისტები უწოდეს. ალგორითმი - გარკვეული რეზულტატის მისაღწევად შესასრულებელი მოქმედებების დეტალური რეცეპტი/ფორმულაა. დღეს ალგორითმების გარემოცვაში ვცხოვრობთ. ალგორისტები თვითონ და მხოლოდ თვითონ იგონებენ და ქმნიან ალგორითმულ პროცედურებს თავიანთ
ხელოვნების ნიმუშისთვის, როგორც კომპოზიტორი წერს ნოტებს მუსიკალური ნაწარმოებისთვის. ეს ჩამონათვალი არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ სიმრავლიდან, რომელსაც მოიცავს ახალი მედია ხელოვნება.
ფოტოზე: Mark Wilson, Manfred Mohr, Roman Verostko & Frieder Nake