ახალი მედია
არტ ინსტიტუცია
2000 წელს, უიტნის მუზეუმმა უმასპინძლა ამერიკული ხელოვნების ბიენალეს, რომელშიც პირველად ჩართული იყო ინტერნეტზე დაფუძნებული ხელოვნების ნიმუშები. უიტნის ბიენალეს (Whitney biennial) ისტორია 1932 წლიდან იწყება თავიდან ეს იყო ყოველწლიური გამოფენები, 1973 წლიდან კი ბიენალეს ფორმატით დამკვიდრდა.
უიტნის ბიენალე გახდა დიდი გზის დასაწყისი ახალი მედიის არტისტებისთვის, ფაქტიურად მოხდა მათი ლეგიტიმაცია და მეინსტრიმული ხელოვნების საზოგადოებაში მათი მიღება. რა დონეზე და რა მასშტაბით შეცვალა ახალმა მედია ხელოვნებამ მუზეუმის პრაქტიკა ისეთ სფეროებში როგორიცა: კოლექციების მართვა, კურატორობა, საგანმანათლებლო პროგრამები?
უიტნის ბიენალეს შემდეგ 22 წელი გავიდა და ბევრი რამ მართალაც შეიცვალა, რაც მთვარია მუზეუმებმა მიიღეს ეს ახალი გამოწვევაც.
ამ ხელოვნების ეფემერული, არაშეხებადი და ცვალებადი ბუნება, ძალიან ბევრ სირთულეს ქმნის მუზეუმისთვის. ახალი მედია ხელოვნების შეძენა ფლობა და მოვლა-პატრონობა ისევე, როგორც ექსპონირება სრულიად ახალი გამოცდილებაა. მუზეუმებს გააჩნიათ სტანდარტები და რეგულაციები, რომელიც ხშირად არ ითვალისწინებს ახალი მედიის სპეციფიკას.
როგორ უნდა იმოქმედონ მუზეუმებმა? შექმნან ახალი პოლიტიკა თუ იმოქმედონ არსებული რეგულაციების ფარგლებში?
ეს კომპლექსური საკითხი არც ისეთი მარტივი გადასაწყვეტია. სამუზეუმო სექტორის საერთაშორისო ზოგადი დებულებების გარდა, სახელმწიფო მუზეუმები ყველა ქვეყანაში დამოკიდებულია ადგილობრივ კანონმდებლობაზე და ქვეყნის კულტურის პოლიტიკაზე, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში. ამ ინსტიტუციების კონსერვატიზმი, განაპირობა უსაფრთხოების, ეთიკის კოდექსის, დამფინანსებელთან და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების საკითხების ერთობლიობამ. ყველა ცვლილება ინერგება რთულად და ნელა. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ეს პროცესი სპეციფიურად ვითრდება. დიდი ინსტიტუციებისთვის ცვლილებების დანერგვა ყოველთვის უფრო რთულია.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ალფრედ ბარის მიერ დეკლარირებული იდეა იმის შესახებ, რომ მუზეუმი უნდა იყოს მუდმივი ცვალებადობის და არა ფიქსირებული ფასეულობებისა და იდეების ადგილი, დღეს წარმოადგენს რეალურ ორიენტირს მოქმედებისთვის. კონსერვატორი კრიტიკოსებისთვის ასეთი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია.
Nam June Paik, Fin de siècle II, 1989. The Whitney Museum restored the multi-channel video installation on the occasion of the exhibition “Programmed”
უიტნის მუზეუმმა აღადგინა მრავალ-არხიანი ინსტალაცია გამოფენაზე “დაპროგრამებული”
Whitney Museum, View of the exhibition dedicated to Dieter Jung on show at the ZKM, 2019
უიტნის მუზეუმი, დიეტერ ჯანგისადმი მიძღვნილი გამოფენა, 2019 წ.
Installation view of Thinking Machines: Art and Design in the Computer Age, 1959–1989. The Museum of Modern Art, New York, 2018
ინსტალაცია მოაზროვნე მანქანა: ხელოვნება და დიზაინი კომპიუტერულ ეპოქაში, 1959-1989. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი, 2018
Joan Jonas, Funnel, Walker Art Center Auditorium, 1974
ჯოან ჯონასი, ძაბრი, 1974 წ
Joseph Beuys, Douglas Davis, and Nam June Paik
ვიდეოპერფორმანსის პირველი მსოფლიო ტრანსლაცია თანამგზავრის საშუალებით
ახალი მედიის
გენეზისი
დუშამის Readymade-ით დაწყებული არა ერთი მხატვრული მიმდინარეობა, ისევე, როგორც ცალკეული მხატვრები ფოკუსირებული იყო რადიკალურ არაკონვენციონიზმზე. ახალი მედიის არტისტები არ ცდილობენ შექმნან დასრულებული პროდუქტი, ისინი თავს ევოლუციური პროცესის ფასილიტატორებად თვლიან. ამ პროცესში არ არსებობს დასრულებული ნამუშევარი, რომელიც ფიზიკურად შეიძლება გაიყიდოს.
ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ციტატა ზუსტად ასახავს ამ მხატვართა იდეალებს: “ახალი მედია მიმართულია ქმედებაზე და არა ჭვრეტაზე, დღევანდელზე და არა ტრადიციაზე, მათი დამოკიდებულება დროისადმი რადიკალურად განსხვავდება ბურჟუაზიული კულტურისგან, რომელიც მიმართულია ფლობაზე და ქონებაზე”.
ახალ მედია ხელოვნებას ხშირად ადარებენ 1960-იანი წლების ავანგარდისტულ მიმდინარეობებს და განსაკუთრებით გაერთიანება ფლუქსუსის ვიდეო პროექტებს, რადგანაც ორივეს აქვს დროზე დაფუძნებული კომპონენტი და არაპროგნოზირებადი ელემენტი. გარკვეულ წილად ახალი მედია ახლოს არის ვიდეო არტთან (ეკრანი და დრო). ასევე, საერთო აქვს ახალ მედიას კონცეპტუალიზმთან, ახალი მედია უარყოფს დამოკიდებულებას, რომ ხელოვნება უნიკალური და ფასეული ობიექტია კოლექციონირებისთვის. მუზეუმები ამ ხელოვნებასთან მიმართებაში პრეზენტატორის როლის გარდა ითავსებენ ხელოვნების, როგორც არტეფაქტის დისტრიბუტორის როლს.
“სამუზეუმო საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, როგორ ფლობდეს და მართავდეს ხელოვნებას, რომელიც არ შექმნილა იმ მიზნით რომ იყოს ვინმეს საკუთრება”.
“ახალი მედია მიმართულია ქმედებაზე და არა ჭვრეტაზე, დღევანდელზე და არა ტრადიციაზე, მათი დამოკიდებულება დროისადმი რადიკალურად განსხვავდება ბურჟუაზიული კულტურისგან, რომელიც მიმართულია ფლობაზე და ქონებაზე”
ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი
(Hans Magnus Enzensberger, 1929)
გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი,
დრამატურგი, გამომცემელი, მთარგმნელი, რედაქტორი.
ნეტ არტ-ის
განვითარება
ტექნოლოგიის სწრაფმა განვითრებამ მსოფლიოს მასშტაბით დიდი გავლენა იქონია ხელოვნების სამყაროზე და ახალი მედიის არტისტებმა მოიცვეს ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ციფრული ტექნოლოგია სთავაზობს. ყველაზე დიდი გამოწვევა მუზეუმებისთვის გახდა ინტერნეტის ხელოვნება ნეტ არტი. ხელოვნება რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ პრეზენტირდეს და გავრცელდეს ინტერნეტის მეშვეობით. ეს შეიძლება იყოს პროგრამირებადი კოდი ან ვიდეო, აუდიო ან ტექსტის ციფრული ფაილები.
ნეტ არტის ყველაზე დიდი განსხვავება მის ინტერაქტიულობაშია. ნეტ არტი არ არის სტატიკური ფიზიკური ობიექტი. მას ვერ შეინახავთ ჰარდ დრაივზე და მითუმეტეს კლასიკურ საცავში. ის მუდმივად განვითარებადი, გაფართოებადი ხელოვნების ფორმაა და საოცრად მგრძნობიარე ტექნოლოგიური ცვლილებებისადმი.
ტერმინ - ნეტ არტის გამოყენება, მხატვრაბმა ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყეს. არტისტები დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი იდეებით, როგორიც არის უნივერსალური ხელმისაწვდომობა და უსაზღვრო კომუნიკაცია.
ინტერნეტმა მისცა მათ საშუალება ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი ნებისმიერი ინსტიტუციისგან. ამავე პერიოდში იქმნება პირველი სერიოზული მნიშვნელოვანი ვებგვერდები როგორიც არის Ada'web, rational.org, Jodi.org და სხვ. ეს ვებგვერდები აერთიანებდა მზარდ ახალი მედიის საზოგადოებას.
ახალი მედია ხელოვნების ისეთი სპეციფიკაციები როგორიცაა: ხელშეუხებელი, ეფემერული, რეპროდუცირებადი, სერიოზული გამოწვევაა მუზეუმისთვის. როგორ უნდა მოხდეს ხელშეუხებადი, არამატერიალური ნივთის შეძენა? გაყიდვა? რა მექანიზმით დადგინდა მისი მფლობელი? როგორ უნდა იყოს პრეზენტირებული და სად უნდა გამოიფინოს?
ამერიკაში უიტნის მუზეუმი (Whitney Museum) იყო პირველი, რომელმაც შეიძინა დუგლას დევისის (Douglas Davis The world's first collaborative sentence ) ნეტ არტის ნიმუში (1994). მსოფლიოს პირველი ერთობლივი წინადადება, შექმნილი დუგლას დევისის მიერ არის ინტერნეტ ხელოვნების "კლასიკა". საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ მონაწილეობა დაუსრულებელი წინადადების შექმნაში.
2000 წლისთვის წინადადება 200,000 სიტყვისგან შედგებოდა, იუზერების ტექნიკური უნარების დახვეწასთან ერთად წინადადებას ემატებოდა იმიჯები და გრაფიკული გამოსახულებები. კურატორ დევიდ კუსპიტის აზრით დუგლას დევისი არის ყველაზე ბრწყინვალე გონება, რომელმაც დააკავშირა თანამედროვე ხელოვნება თანამედროვე მედიასთან. 2012 წლის დასაწყისში უიტნის მუზეუმმა მოახდინა პროექტის რესტავრაცია და დღეს ის ისევ მწყობრშია. გუგენჰაიმის მუზეუმის მფლობელობაში არსებული ნეტ არტის ხელოვნების ნიმუში, მარკ ნაპიერის „ნეტ დროშა“ ილუსტრირებს ყველა იმ გამოწვევას და სირთულეს, რომლის წინაშეც დგება მუზეუმი ახალი მედია ხელოვნების კოლექციონირებისას.
დროშა ფორმატირებულია ინტერნეტისთვის, და დაფუძნებულია მაყურებლის ინტერაქციასა და მანიპულაციებზე. ინტერნეტ მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ მოცემული გეომეტრიული ელემენტები და ფერები მოცემული საერთაშორისო დროშების ნიმუშებიდან და შექმნან ინტერნეტ დროშის თავისი ვერსია. პირველი პრობლემა, რომელსაც წააწყდენ ორგანიზატორები იყო მოდიფიკაციების შენახვა და შემდგომი, მუზეუმის ვიზიტორებისთვის დროშის ევოლუციის ჩვენება. მეორე – რა ფორმით უნდა შესულიყო ეს ექსპონატი, პერმანენტულ კოლექციაში.
1997 წელს პირველად ჩართეს Net art documenta X exhibition
Kassel, documenta X, website space in
the documenta halle, 1997
„ნეტ დროშა“ მარკ ნაპიერი
Net Flag, Mark Napier
The Fiction between 1999 and 2000, Hu Jie Ming
1:10 (1999-2000), Karin Sander, Three-dimensional body scans of the original subjects (fused deposition modeling), rapid prototyping, ABS (acrylonitrile-butadiene-styrene) plastic, and airbrush Each figure exactly 1:10 scale
სხეულის სამგანზომილებიანი სკანირება (შერწყმული დეპონირების მოდელირება), სწრაფი პროტოტიპირება, ABS (აკრილონიტრილი-ბუტადიენ- სტირონი) პლასტმასი და საჰაერო ფუნჯი, თითოეული ფიგურა ზუსტად 1:10 მასშტაბით.
Hu Jie Ming: 100 Years in 1 Minute
100 წელი ერთ წუთში
The Whitney Museum of American Art, 2001. ამერიკული ხელოვნების უიტნის მუზეუმი, 2001 წ.
Digital visual, Shredder 1.0 (1998, Mark Napier)
ეტაპური
გამოფენები
მუზეუმები თავიდან არ ცნობდნენ ახალ მედიას ისევე, როგორც თავის დროზე ფოტოგრაფიას და ვიდეო არტს. დღეს, როდესაც ახალი მედია შევიდა მეინსტრიმში, მუზეუმების დამოკიდებულება ტექნოლიგიური რევოლუციისადმი შეიცვალა, მათ დაიწყეს ხელოვნების ამ ახალი ფორმის კოლექციონირება.
ახალი მედიის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მე-20 საუკუნის მიწურულს დაიწყო. ოდნავ მოგვიანებით, ახალი არტისტული ფორმატი კოლექციონერებს შორისაც გახდა პოპულარული. ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებში ახალი მედიის შემოსვლის თარიღად 2001 წელს განიხილავენ. 2001 წლის გაზაფხულზე სან ფრანსისკოს თანამედროვე მუზეუმმა თავის ვებ გვერდზე წარმოადგინა პროექტი:
010101: ხელოვნება- ტექნოლოგიურ დროში.
პროექტის მიზანი იყო ეჩვენებინათ თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიური ბუმი არტ სცენაზე. ექსპოზიციის რეალური კომპონენტი გაიხსნა მოგვიანებით. მართალია მხატვრების მიერ წარმოდგენილი ექსპონატები იყო შესრულებული ბევრად ხელშესახებ მედიუმში, მაგრამ თემა რჩებოდა იგივე და გამაერთიანებელი – ახალი დიგიტალური/ციფრული კულტურა.
როგორც ქვესათაურიდან ჩანს გამოფენა არ არის ტექნოლოგიურ ხელოვნებზე ის ჩვენი დროის ხელოვნებაზეა.
კურატორების ჯგუფმა, ინდენტიფიცირება გაუკეთეს გარკვეულ თემებს მაგალითად, პლასტიკი როგორც მასალა და მეტაფორა. შესაძლოა ეს შეესაბამებოდეს ფართოდ გავრცელებული კულტურული ტრენდების განვითრებას. მხატვრები ცამეტი ქვეყნიდან, რომლებიც მუშაობდნენ სრულიად განსხვავებულ მედიაში. მაგრამ, არსებობს სხვა გზაც ამ განსხვავებული ექსპონატების დასაკავშირებლად.
სამთავიანი მითიური ძაღლის - ცერბერის მსგავსად 010101 გამოფენის ნამუშევრები უყურებენ თემას სამი განსხვავებული პერსპექტივიდან. არის ნამუშევრები, რომლებიც უყურებენ ტექნოლოგიებს, ნამუშევრები რომლებიც უყურებენ ხალხს, რომელიც იყენებს ტექნოლოგიებს და ნამუშევრები რომლებიც უყურებენ ადამიანებს ტექნოლოგიების გამოყენებით. ტექნოლოგიაზე ფოკუსირებულ ნიმუშს მიეკუთვნება Hu Jie Ming’s The Fiction between 1999 and 2000. "Data Dynamics" ნეტ არტის კონტექსტში იყო წარმოდგენილი. კონცეფცია ფოკუსირებული იყო ახალი მედია ხელოვნების მნიშვნელოვან საკითხზე - ინფორმაციის მუდმივად ცვალებადი ნაკადის ვიზუალური მოდელების ძიებაზე. ვიზუალური და ტექსტუალური ინფორმაციის მისაღებად ეს მოდელები ნავიგაციურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ინსტალაციის ფორმით ნეტ არტის პროექტები წარმოდგენილი იყო როგორც საგამოფენო სივრცეში, ასევე უიტნის ონლაინ გალერეაშიც.
თითოეული ნამუშევარი ფოკუსირებული იყო მონაცემთა ინფორმაციის გასხვავებულ დინამიკაზე (ენის კარტოგრაფია, ისტორიები, მოგონებები, ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეებში).
განსაკუთრებული ყურადღება მარკ ნაპიერის პროექტმა Point to Point(2001) დაიმსახურა. Point to Point" (ქსელური ინსტალაცია, ვებსაიტი, კომპიუტერი, პროექტორი და ვიდეო კამერები) იყო საჯარო ხელოვნების ნიმუში, რომელიც მზარდი გრაფიკული გამოსახულების სამართავად საზოგადოებრივ სივრცეში ადამიანების მოძრაობას იყენებდა.
ნაპიერის სისტემა აერთიანებდა ინტერნეტ მომხმარებელთა გზავნილებს და მუზეუმის ვიზიტორების ფიზიკურ მოძრაობას, განსხვავებული ონლაინ “ექშენ ფეინთინგის”-ის შესაქმნელად. კამერების მიერ დაფიქსირებული ვიზიტორების მოძრაობა სპეციალური პროგრამის საშუალებით ტრასფორმირდებოდა ტექსტად, რომლის პროექცია ონლაინ რეჟიმში კედელზე ისახებოდა.
ვებ საიტიც და საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი მულტიმედიური ინსტალაციაც იკვლევენ ფიზიკური სამყაროსა და ტექსტის ვირტუალური სამყაროს ურთიერთობებს, კონტექსტს და ინფორმაციას. Point to Point გვიხატავს ინტერნეტს, როგორც კაშკაშა ტექსტის ცირკულაციის სამყაროს, რომელშიაც ადამიანები წარმოდგენილნი არიან ასოთა და პუნქტუაციის ნაკადის სახით. სიტყვები და წინადადებები ციმციმებს ეკრანზე. ისინი ქმნიან უმნიშვნელო წამიერ კავშირს უცნობებს შორის. ინტერნეტის საშუალებით ჩვენ ვეძებთ მნიშვნელობას, ვურთიერთობთ სხვა ადამიანებთან ან ვუკავშირდებით შორეულ ადგილებს. ფიზიკური რეალობისა და ციფრული ინფორმაციის დაკავშირებით Point to Point სწავლობს ჩვენს ურთიერთობებს ინტერნეტთან. პროექტი ახდენს საზოგადოებრივი სივრცის ტრანსფორმირებას პერფორმატიულ სივრცედ. სადაც ნებისმიერი განმვლელი აკეთებს კონტრიბუციას ხელოვნების ნიმუშში, მხოლოდ იმით რომ გაივლის ამ ტერიტორიაზე. ამავე წელს უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმმა ორი გამოფენა "BitStreams" და "Data Dynamics" წარმოადგინა. ორივე გამოფენა დიგიტალური და ახლი მედიის ხელოვნებას პრეზენტირებდა. ეს არ იყო ერთჯერადი ჟესტი მიძღვნილი ამ ხელოვნებისადმი, ეს იყო უფრო მუზეუმის მხრიდან ნების, პოლიტიკის და არჩევანის დემონსტრირება დაიწყონ ამ ხელოვნების კოლექციონირება და ექსპონირება.
ახალი მედია
მუზეუმებში
დღეს მუზეუმებისთვის გამოწვეაა დაამტკიცონ, რომ ფიზიკურ სივრცეს გააჩნია უამრავი შემოქმედებითი საშუალებები ციფრულ ერაში. მხოლოდ იმის გამო, რომ ნამუშევარი ციფრულია, არ ნიშნავს, რომ სახლიდან გამოუსვლელად უნდა ნახოთ პერსონალურ კომპიუტერში. მუზეუმის სივრცეში პრეზენტირება ხდება სხვა ნამუშევრების კონტექსტში და ეს უკვე ცვლის სურათს. დიდი სივრცე, აღქმაზე გათვლილი ინსტალაცია და მოწინავე ტექნოლოგიები, დათვალიერების კოლექტიური გამოცდილება და ინტერპრეტაციული ტური - სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ბევრისთვის ვიზიტი მუზეუმში არის გაქცევა ყოველდღიურობისგან, ჭვრეტის და მედიტაციის ადგილი. სწორედ ამიტომ, გამოწვევების და სირთულეების მიუხედავად მუზეუმები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საგამოფენო სივრცეში.
თანამედროვე ადამიანები ძალიან დიდ დროს ვატარებთ კომპიუტერთან და სხვა ტექნიკურ საშუალებებთან, მაგრამ ვცხოვრობთ, ვჭამთ და გვძინავს რეალურად და არა ვირტუალურად, ზოგიერთისთვის ბევრად სასიამოვნოა მოწყდეს თავის კომპიუტერს და ისე ნახოს მედია ხელოვნების ნიმუში მუზეუმში. დებატებმა იმის თაობაზე, არის თუ არა მუზეუმი ტექნიკურად მზად ახალი მედიის გამოფენებისთვის დააჩქარა ახალი მედიის ცენტრების შექმნის პროცესი. დღეს ახალი მედიისთვის ოპტიმიზირებული ცენტრები წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
გუგენჰაიმის მუზეუმი
ბილბაო
გუგენჰაიმის მუზეუმი
ნიუ იორკი
“ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ ეპოქაში, ახალი მედია ამ რეალობის გათვალისწინებით ახლო მომავალში ითამაშებს საკმაოდ დიდ როლს. ახალი მედიის სფეროთი დაინტერესება და ჩართულობა გააფართოვებს მუზეუმების მისიას და მათ ტრადიციულ როლს და დაუმკვიდრებს მუზეუმებს პროაქტიური მოთამაშის სტატუსს ინფორმაციულ საზოგადოებაში. ახალი მედიით დაინტერესება და კოლექციონირება განიხილება, როგორც მუზეუმის მომავალში ჩადებული ინვესტიცია”
კარლ გუდმანი
ნამუშევრების სერიაში, რომელიც ეძღვნება Empire State Building-ს, მის საყვარელ თემას 2004 წლიდან მოყოლებული ნაპიერი რეფერირებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებზე მათ სიმბოლოებსა და ბედზე ინფორმაციულ საზოგადოებაში. გენერაციულ პროგრამულ ინსტალაციაში, რომელიც პროეცირებულია გალერეის კედელზე, (Empire State Building) შენობა, როგორც ხედავთ, რბილდება და დნება, თითქმის ორგანულად იკეცება, შემდეგ კი იბრძვის პირვანდელ ფორმაში დაბრუნებაზე.
ორგანიზმისა და არქიტექტურის ზღვარზე მიმავალი კვამლი მოგვითხრობს მორფოლოგიურ დაძაბულობაზე ძალაუფლების სტატიკურ ფიზიკურ სტრუქტურებსა და ინფორმაციაზე დაფუძნებულ, ორგანულ და ელასტიურ სტრუქტურებს შორის. ნაპიერი ანიჭებს საკულტო ცათამბჯენს ახალ იერს ციფრული ეპოქისთვის, ამავდროულად ის გვახსენებ, რომ დღეს ძალაუფლების ახალი საშუალება პროგრამული უზრუნველყოფა და ინფორმაციაა და არა ფოლადი და ნავთობი.
ახალი მედიის წარდგინებამ საზოგადოებისთვის, განაპირობა სერიოზული ცვლილებები საგანმანათლებლო მიმართულებაშიც. აუდიტორიას ჭირდება ინტერპრეტაცია, გარკვეული სეგმენტი უბრალოდ არ არის მზად, რომ გაიგოს და მიიღოს ახალი მედია ხელოვნება. სიახლე არის ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ახალი მედიის ბევრი ნამუშევარი მოიცავს კომპლექსურ საკითხებს, ეს კი რთულია დამთვალიერებლისთვის. მუზეუმის თანამაშრომლების აზრით ერთერთი მთავარი მიზეზი რატომაც არ უნდა იყოს ახალი მედია განთავსებული მხოლოდ ვებ გვერდზე და უნდა იყოს წარმოდგენილი საგამოფენო ფიზიკურ სივრცეში არის საგანმანათლებლო მხარე. ინტერაქცია, რომელიც ხდება სტუდენტებს, მასწავლებლებს და ვიზიტორებს შორის მუზეუმში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ უნდა შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ახალ მედიას ყველა გაშლილი ხელებით ხვდება. არსებობს კონსერვატული პოზიციაც განსაკუთრებით ნეტ არტის მიმართ, თუნდაც იმის გამო, რომ ეს ხელოვნება არ არის შექმნილი საგამოფენო დარბაზში წარმოსადგენად. არაფერი ახალი დამოკიდებულების თვალსაზრისით არ ხდება. ისტორია მეორდება.
მე-20 საუკუნის დასწყისიდან მოყოლებული ყველა ახალ მიმდინარეობას ჰყავდა მომხრეები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები პრომოუტირებაში და ანტაგონისტურად განწყობილი ისტაბლიშმენტი, რომელიც ბლოკავდა ახალი ფორმის მიღებას მუზეუმში. ახალ მედიასთან მიმართებაში პრინციპი შეიძლება იგივეა, მაგრამ რეალურად ტექტონური ძვრების მასშტაბის ცლილებებზეა საუბარი, რომელიც ააფეთქებს ყველა აქამდე არსებულ სისტემას.
მუზეუმი რომელიც მუშაობს ახალ მედიასთან ირჩვს გზას, რომელსაც განსაზღვრავს უამრავი გარემოება – ბიუჯეტი, აუდიტორია, თანამშრომლები, ლოკაცია და სხვა მრავალი. როგორც უკვე ვახსენეთ, გამოწვევების გარდა ახალი მედია ხელოვნების რეპრეზენტაცია მუზეუმებში დაკავშირებულია მთელ რიგ საკითხებთან, რომელიც ერთი ინსტიტუციის ძალისხმევით ხშირად ვერ წყდება. სწორედ ამიტომ მუზეუმებმა მიმართეს ძალიან თანამედროვე გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ ეხმიანება 21-ე საუკუნუს მუზეუმების პარადიგმას – მოქმედებს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში და არა ინდივიდუალურად, როგორც ეს ადრე ხდებოდა. მუზეუმები აყალიბებენ კონსორციუმებს.
მარკ ნაპიერი The Empire State
ახალი მედიის ნეტ არტის მთავარი პრინციპია თანამშრომლობა და მისაწვდომობა. ლოგიკურია რომ, მუზეუმებმა გადაწყვიტეს კოოპერირება, იმ მიზნით, რომ გახადონ ახალი მედია ხელმისაწვდომი ახალი და არსებული საშუალებებით.
ყოვლის მომცველი არტ პორტალები გახდა საშუალება მუზეუმებისთვის გაევრცელებინათ მედია ხელოვნება მსოფლიო მასშტაბით. დღეს ესეთი კონსორციუმები მრავლად არის წარმოდგენილი მსოფლიოში. პირველი გაერთიანებები 2000-ის დასაწისში გამოჩნდა.
სანფრანცისკოს თანამედროვე მუზეუმი, გოეთეს ინსტიტუტი, კარლსრუეს მედია და ხელოვნების ცენტრი, ვალკერის ხელოვნების ცენტრი გაერთიანდა ერთობლივ საწარმოში რომელსაც Crossfade უწოდეს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი, გახდა რამოდენიმე მუზეუმის მიერ ექსპონატის ერთობლივად შეძენის პრეცედენტი. მართალია ერთობლივი შესყიდვის ფაქტი მუზეუმების ისტორიაში მანამდეც არსებობდა როგორც მაგალითად 1940 წელს - ნიუ იორკის თანამმედროვე მუზეუმის და ფილიფსის კოლექციის მიერ შეძენილი იაკობ ლორენსის მიგრაციის სერიები.
2002 წლის გარიგება უშუალოდ დაკავშირებული იყო ახალი მედიის სპეციფიკასთან. ბილ ვიოლას 700 000 დოლარად შეფასებული ვიდეო არტი უიტნის მუზეუმმა, ლონდონის თეითმა და პომპიდუს ცენტრმა ერთობლივად შეიძინეს. ერთობლივი შესყიდვის შემთხვევაში ახალი მედიას ნამდვილად გააჩნია უპირატესობა ტრადიციულ მედიასთან.
გაცილებით მარტივია თანამფლობელობელობის ხელშეკრულების გაფორმება, ფაქტიურად მოხსნილია ტრანსპორტირების პრობლემა და მასთან დაკავშირებული რისკები, ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საერთო საიტი, ხოლო საგამოფენო სივრცეში ნამუშევარი წარმოდგენილი იყოს ერთდროულად იმდენ სივრცეში რამდენი მფლობელიც ჰყავს. რაც ბუნებრივია არარეალურია ტრადიციული მედიის შემთხვევაში.